სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი ჩინელ ინვესტორებს შეხვდა

5 მაისი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩაის მწარმოებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინვესტორები იმერეთის რეგიონში კერძოდ, ხონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, ჩაის დარგის განვითარებით არიან დაინტერესებულები. პირველ ეტაპზე აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არსებული ჩაის პლანტაციების რესურსის შესწავლა მოხდება და სამომავლო პერსპექტივა შეფასდება.

იმერეთის გუბერნატორმა სტუმრებს რეგიონში ჩაის დარგისშესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და არსებულ თავისუფალ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.