სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი საპარლამენტო დედაქალაქიდან დაიწყო. 9 წევრისაგან შემდგარმასაორგანიზაციო კომისიამ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში შეკრებილ მოქალაქეებსყველა დადგეგმილი ცვლილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. უმრავლესობის, ოპოზიციისა და არსამთავრობო სექტორისგან დაკომპლექტებულ კომისიასპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
კონსტიტუციის პროექტის განხილვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთის რეგიონის საჯარო, საგანმანათლებლო, კულტურისა და ყველა სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები ესწრებოდნენ.
კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის განხილვის ეს ეტაპი საზოგადოებაში გამოთქმული მოსაზრებების გაზიარებასა და პროექტში ასახვას გულისხმობს.
საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომები 11 დღის განმავლობაში საქართვლოს ყველა რეგიონში ჩატარდებადა 15 მაისს თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა პარლამენტში განახლდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |