სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გვირილობის დღესასწაულმა დღის მეორე ნახევარში ტრადიციულად მუხრანის ტყეში გადაინაცვლა. აქ გამართული ღონისძიებების ორგანიზატორი იმერთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაა. მუხრანის ტყეში ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი კუთხე ჰქონდა მოწყობილი, სადაც ადგილობრივი მუსიკა, ქორეოგრაფია და სამზარეულო იყო წარმოდგენილი. წელს იყო სიახლეც, მუნიციპალიტეტებმა ხალხური რეწვის ნივთების გამოფენა–გაყიდვა გამართეს და დამთვალიერებლს ამა თუ იმ ნივთის დამზადების ადგილზე გაცნობის საშუალება ჰქონდა. ასევე, ქართულ ჭიდაობაში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც იმერეთის რეგიონის ფალავნები მონაწილეობდნენ.
"გვირილობა 2017" – ის ფარგლებში ქალაქში 30 – მდე ღონისძიება გაიმართა. სახალხო ზეიმი გალა–კონცერტით დასრულდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |