სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში გვირილობის დღესასწაულის აღნიშვნა მასშტაბური და სანახაობრივი ღონისძიებებით გრძელდება. ქალაქის ცენტრში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით სპეციალური პერფორმანსი მოეწყო. ასევე, ტრადიციული სახალხო მსვლელობა გაიმართა, რომლის დროსაც გიმნაზიელმა გოგონებმა გამვლელებს გვირილები დაამაგრეს. მდინარე რიონზე კი ჯომარდობა შედგა. გვირილობის დღესასწაულზე ახალი ტურისტული ცენტრიც გაიხსნა. კეთილმოწყობილი და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი შენობა ტურისტების საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს და ხელს უწყობს ქალაქის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას.
დღესვე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი ოთარის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |