სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
გვირილობის დღესასწაული ქუთაისში ტრადიციულად ბაგრატის ტაძრიდან, ქალაქის დალოცვით დაიწყო. საზეიმო პარაკლისი ქუთათელ - გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ გადაიხადა. ბაგრატის ტაძარში მოწვეულ სტუმრებთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი იმყოფებოდნენ.
ბაგრატის ტაძრის ეზოში ქალაქის დალოცვის შემდეგ პატარა ჩოხოსნების კურთხევის ცერემონიაც გაიმართა. დღესვე, სასტუმრო "ბაგრატი 1003" – ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიღება მოეწყო. საპატიო სტუმრებმა ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მთელ ქალაქს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცეს და თანამშრომლობის ფარგლებში უკვე განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ქუთაისქალაქობა დღის ბოლოს გალა–კონცერტით დასრულდება.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ქალაქში 30 – მდე გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება არის დაგეგმილი.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |