სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატი 1003" – ში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა დასაქმების ფორუმი გამართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის თვითმმართველობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების საშუალება ჰქონდათ.
ფორუმზე სულ 26 დამსაქმებელი ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული და მასში 60 შშმ პირი ჩაერთო. ფორუმის ფარგლებში 48 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდება ან სტაჟირების პროგრამაში ჩაერთვება.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |