სიახლეები

პროექტი ,,იმერეთის ხმა'' დასრულდა

24 აპრილი, 2017

მუსიკალური პროექტი ,,იმერეთის ხმა“ დასრულდა. გრან–პრის მფლობელი ნინი შონია გახდა. გამარჯვებული  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დააჯილდოვა. ასევე, გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის გამარჯვებულებიც.

 ,,პროექტის მიზანია  ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და ხელშეწყობა. ერთგვარად ეს პროექტი ბევრი ახალგაზრდისთვის არის სტიმული უფრო მეტი იშრომოს და არამარტო ღირსეული კონკურენცია გაუწიოს თითოეულ მონაწილეს, არამედ თავად გახდეს გამარჯვებული“–აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

პროექტი ,,იმერეთის ხმა“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით მესამე წელია მიმდინარეობს და მასში 12–ვე მუნიციპალიტეტია ჩართული. წელს კონკურსში 41 ახალგაზრდა მონაწილეობდა. გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა.