სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნეს.
თანამედროვე სტანდარტებისა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი შენობა 60 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 185 320 ლარით დაფინანსდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ხონის მუნიციპალიტეტში 4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა და ათობით მათგანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმერეთის რეგიონში ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |