სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა გადაიჭრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში. 30 ოჯახი დღეიდან წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ახალ წყალსადენზე ჩატარებული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ მოინახულეს. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხუციშვილების ოჯახში სიმბოლურად ონკანიც მოუშვეს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტი ადგილობრივ მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
დღესვე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ქალაქ თერჯოლაში ლესელიძის ქუჩაზე დამეწყრილი მონაკვეთის ნაპირსამაგრი სამუშაოები მონახულეს.პროექტის ფარგლებში გაბიონი მოეწყობადა ბეტონის სამაგრი კედელი გაკეთდება. მიმდინარე სამუშაოებისათვის საჭირო 130 000 ლარიმუნიციპალიტეტის სტიქიის სალიკვიდაციო თანხებიდან გამოიყო.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |