სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის დელეგაციის წევრებმა კუიევო პომერანიის ტერიტორიაზე მოქმედი საწარმოები: პროდუქციის შესაფუთი მასალების კომბინატი და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო მინახულეს, დელეგაციის წევრები წარმოების უახლეს ტექნოლოგიებს, პროდუქციის გასაღების ბაზარსა და მის გეოგრაფიას გაეცნენ, ასევე მოეწყო შეხვედრები საწარმოთა ხელმძღვანელებთან.
ვიზიტის ბოლო დღეს გაიმართა მიღება ბიდგოშჩის ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორატთან, შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის უნივერსიტეტებსა და ბიდგოშჩის ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარების შესახებ ისაუბრეს. მიღებაზე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და იმერეთის გუბერნიის დელეგაციის წევრებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა ქუთაისში, ბიდგოშჩისა და ტორუნის ტურაგენტებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტურის მოწყობის შესახებ და ასევე, განიხილა ქუთაისისა და ბიდგოშჩის საერთაშორისო აეროპორტებს შორის ფრენების განხორციელების შესაძლებლობის საკითხიც, რასაც ბიდგოშჩის აეროპორტის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
ვიზიტის ბოლოს იმერეთის გუბერნიის დელეგაციის წევრებმა: იოსებ ხახალეიშვილმა და გიორგი ჭიღვარიამ მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს საინტერესო შეხვედრებისათვის და მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |