სიახლეები

საგარეო საქმეთა მინისტრი ქუთაისის მე–3 საჯარო სკოლას ესტუმრა

7 აპრილი, 2017

ნატოს დღეების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთო პროექტში "სკოლაში დაბრუნება" . მიხეილ ჯანელიძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე–3 საჯარო სკოლას ესტუმრა, რომლის მოსწავლეც თავად იყო. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.

მიხეილ ჯანელიძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო–ნატოს თანამშრომლობასა და ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ისაუბრა.

საქართველოში ნატოს დღეები 2 – დან 11 აპრილამდე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება.