სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქუთაისში გრძელდება

6 აპრილი, 2017

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ქუთაისში გრძელდება. გიორგი მარგველაშვილმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად, ფეხსაცმელების საწარმო "ლევანტო" და ნახევარ ფაბრიკატების საწარმო "გურმანი" მოინახულა".

დღესევე, საქართველოს პრეზიდენტმა თეთრ ხიდზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამსახურებული არქიტექტორი გივი თოდაძე, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

 ვიზიტის ბოლოს გიორგი მარგველაშვილი "ოქროს ჩარდახს" ესტუმრა, სადაც ადგილობრივი ჯგუფების მიერ ფოლკლორული ნომრები შესრულდა.