სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშაში 25 წლიანი ლოდინის შემდეგ საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება იმერთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატამა კობა ლურსმანაშვილმა გახსნეს. საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 41 612 ლარით დაფინანსდა.მიმდინარე წელს ხარაგაულში კიდევ ორი ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება.
იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და მშენებლობა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასულ წელს მხარეში 25 – ზე მეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, ხოლო 80 – მდე მათგანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ უბისის საავტომობილო ხიდიდან ღორეშის ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი რეაბილიტირებული გზა მოინახულეს. 5 კმ–იანი მონაკვეთი ამ დრომდე სრულად ამორტიზებული იყო, რაც მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 959 813 ლარით დაფინანსდა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |