სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
Best Western Kutaisi - ასე ჰქვია პირველ ბრენდირებულ სასტუმროს იმერეთის რეგიონში, რომელიც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, ასევე, მხარისა და ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში „კაპიტოლ ქუთაისი ჰოტელმა“ „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორობით ააშენა. სასტუმროს 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი აქვს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სასტუმრო ასევე მოიცავს საკონფერენციო დარბაზებს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.
პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მონაწილეობა 1,4 მლნ აშშ დოლარია.
Best Western International-ი სასტუმროების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 4 000-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |