სიახლეები

იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი სოფელი გაზიფიცირდა

3 აპრილი, 2017

იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი სოფლის გაზიფიცირება მოხდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში ჩირაღდანი საზეიმო ვითარებაში აინთო. ცერემონიას ვიცე–პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, "სოკარ ჯორჯია გაზის" – ს დირექტორი აზერ მამედოვი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა ქვედა საზანოში მცხოვრებ 1 728 ადგილობრივ ოჯახს აქვს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სულ 87 357 გრძივი მეტრის გაზსადენი მოეწყო. სამუშაოებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ 300 ათასი ლარი დაიხარჯა. გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია "სოკარ–ჯორჯია გაზი" განახორციელებს.