სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 15 ბავშვზეა გათვლილი და რეგიონული განვითარების ფონდიდან 112.000 ლარით დაფინანსდა. ამ დრომდე სოფელში ბაღი ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც სასწავლო პროცესისთვის შეუფერებელი პირობები იყო.
ახალი საბავშვო ბაღი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ გახსნეს.
2014 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა, მათ შორის სამ ისეთ სოფელში, სადაც ამ დრომდე ბაღი საერთოდ არ არსებობდა და აღნიშნული გარემოება მიგრაციულ პროცესებს უწყობდა ხელს. რამდენიმე კვირაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება სოფელ ხიდარშიც. საერთო ჯამში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტმა მილიონნახევარ ლარზე მეტი დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელი იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღებიდ წლად გამოცხადდა, რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და 23 ახალი ბაღი აშენდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |