სიახლეები

იმერეთის რეგიონი უკრაინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობდა

3 აპრილი, 2017

იმერეთის რეგიონმა კიევის 23-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „უკრაინა-მოგზაურობა და ტურიზმი“ მიიღო მონაწილეობა. რეგიონის დელეგაციას ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ  გოგსაძე ხელმძღვანელობდნენ. დელეგაციაში ასევე, მონაწილეობდნენ: ქუთაისის,  ბაღდათის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების,  კურორტ საირმისა და ბაღდათის ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენლები.

უკრაინის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა–ბაზრობაზე იმერეთის რეგიონის სტენდზე მხარის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბუკლეტები, ბროშურები, გზამკვლევები, CD დისკები და სიმბოლური სუვენირები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელს ასევე, ბაღდათის მეღვინეთა პროდუქტის დაგემოვნების საუშუალებაც ჰქონდა. უკრაინელმა ტუროპერატორებმა და აგენტებმა საქართველოს და კერძოდ, იმერეთის რეგიონის ტურისტული პროდუქტების მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს, რაც მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ქმნის. საქართველოს საგამოფენო  სტენდი საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამაც მოინახულა.