სიახლეები

საგარეო საქმეთა მინისტრი ვანის მოსახლეობას შეხვდა

1 აპრილი, 2017

 

საქართველო-ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ ვანის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა,რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პააატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი, სასულიერო პირები და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები  ესწრებოდნენ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროცესებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა მხარის ხელმძღვანელებთან ერთად თაფლის საწარმოს ესტუმრა.