სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანზორ ხერხაძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე,ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დღესვე, ანზორ ხერხაძეს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა. სხვა გამომსვლელებთან ერთად, მსახიობს სიტყვით იმერეთის გუბერნატორმაც მიმართა, რომელმაც იუბილარს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.
ანზორ ხერხაძე საქართველოს სახალხო არტისტი, აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი და ქუთაისის საპატიო მოქალაქეა. ასევე, 7 წლის წინ ქუთაისის თეატრის ისტორიაში მეორე ვარსკვლავი სწორედ მის სახელზე გაიხსნა. მსახიობი უკვე ნახევარ საუკუნეზეა მეტია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის განმავლობაში 200 – ზე მეტი როლი აქვს შესრულებული.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |