სიახლეები

გელათის მონასტრის ტაძრის არქიტექტურის რეაბილიტაცია

30 მარტი, 2017

გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის რებილიტაციის პროექტის ფარგლებში გელათის მონასტერში გასვლითი სესია გაიმართა. სესიას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და სხვა შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სესიის მიზანს ფართო საზოგადოებისთვის გელათის ტაძარში არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესში 2015–2016 წლებში ჩატარებული სამუშაოების ანგარიში წარმოადგენდა.

დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებთან  ერთად, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტი "გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის რეაბილიტაცია" "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის", "საქართველოს მემკვიდრეობის", თბილისის სამხატვრო აკადემიისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს კულტურული მემკვდირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.