სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და USAID - ის მიისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა, USAID/REAP-ის მიერ დაფინანსებული საწარმო შპს ,,ფარკონი“ მოინახულეს. კომპანია 10 წლის წინ დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ მცენარეული ნედლეულის დამზადებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას ახდენდა. თუმცა, USAID/REAP-ის დახმარებით, საწარმო გადაიარაღდა და თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა, რაც ფართო სპექტრის მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე საწარმოში ნედლეული სრულ ტექნოლოგიურ კურსს გადის, დაწყებული გამოშრობით, დაღერღვა-დაფასოებით და დამთავრებული შეფუთვით.
შპს ,,ფარკონი“ – ში 46 ადამიანია დასაქმებული. ბოლო წლების განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 2,5ჯერ გაიზარდა და უკვე 1.8 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პირველი პროდუქცია 64 ათასი სუნელ-სანელებელი საექსპორტოდ აშშ-ში უკვე გავიდა. USAID-ს დახმარებით კომპანია "ფარკონი" აფართოებს სავაჭრო კავშირებს და იძიებს ახალ ბაზრებს ევროპასა და ამერიკაში.
![]() |
ნოემბერი 2025 | ![]() |
||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |