სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისშიაშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით,კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მიზანს თვითმმართველი ქალაქების საერთო პრობლემატიკის განხილვა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. მხარეებმა ხარისხის მართვის სისტემებზე,პროგრამულ ბიუჯეტირებასა დაერთობლივ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს.
კონფერენციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაყველა სხვა დანარჩენი თვითმმართველი ქალაქის მერი ესწრებოდა. შეხვედრაზე ასევე, მოწვეულები იყვნენ: რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |