სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „კულტურის სტრატეგია 2025“ – ის განვითარების ფარგლებში რეგიონის მოკლევადიანი გეგმის შემუშავების პროცესი დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტი კულტურის სფეროში ყველა სამთავრობო უწყების მიერ დაგეგმილ აქტივობებს განსაზღვარვს. სტრატეგიის განხილვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და კულტურის სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელ skype-ის მეშვეობით შედგა. მხარეებმა ისეთ თემებზე გამართეს კონსულტაციები, როგორებიცაა:პრიორიტეტების განსაზღვრა სტრატეგიის ჭრილში, სამოქმედო გეგმის ფორმატი დამისი შემუშავების მეთოდიკა.
საქართველოს მთავრობამ კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი - „კულტურის სტრატეგია 2025“მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციისა და შეხვედრების შედეგად, 2016 წელს დაამტკიცა.