სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, რეგიონში მცხოვრები ბავშვისთვის მოეწყო ღონისძიება ,,ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“. დაუნის სინდრომის მქონე 50 ბავშვი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ, იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გუბერნიაში მიიღეს, საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. შემდეგ კი გასართობ დღის ცენტრში უმასპინძლეს. ბავშვებისთვის სპეციალური შოუ პროგრამა მომზადდა და გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.
„დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებაში ამ ბავშვების ინტეგრაცია. ასევე, დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. ჩვენ ვმასპინძლობთ რეგიონში მცხოვრებ ყველა ბავშვს, რომელსაც ეს სინდრომი აქვს. ძალიან გვინდოდა, რომ მათთვის ერთი დღე გაგველამაზებინა და გამოგვივიდა კიდეც. ჩვენ მათ სახეებზე მხოლოდ დადებით ემოციებს ვხედავთ და მინდა ბევრი ასეთი ლამაზი დღე ქონდეთ-აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.
ადამიანების უმეტესობას თითოეულ უჯრედში 46 ქრომოსომა აქვს. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს კი ერთით მეტი - 47. სწორედ ამ ქრომოსომების ზედმეტი რაოდენობა იწვევს დაუნის სინდრომს - ანუ სპეციფიკური გონობრივი და ფიზიკური მახასიათებლების ერთობლიობას.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |