სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა ვასილ ამაშუკელის საფლავი გვირგვინით შეამკო

15 მარტი, 2017

ქართველი რეჟისორისა და კინოოპერატორის ვასილ ამაშუკელის საფლავი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს. ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან დღეს 131 წელი შესრულდა.
ვასილ ამაშუკელი იყო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ავტორი, რომელიც 1908 წელს ბაქოში გადაიღო, ხოლო 1912 წელს გადაიღო აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში.