სიახლეები

გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

8 მარტი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, თემურ ქოჩიაშვილთან ერთად ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. პაატა ნადირაძე სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრებ 111 წლის ქალბატონს ქსენია დევიძეს ესტუმრა და ნობათი გადასცა. ასევე, მხარის წარმომადგენელმა დღევანდელი დღე ეროვნული მოღვაწის ვანო ხუხუნეიშვილის დედას, ღვაწლმოსილ პედაგოგსა და მრავალშვილიან დედას მიულოცა.