მუნიციპალიტეტები

დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

  • დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

იმერეთის რუკა

სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა ზესტაფონში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

3 მარტი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 2017 წელს განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2 მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. სოფელ ტაბაკინში 3 კილომეტრამდე გზის მონაკვეთი დაიგება, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული სოფლის ტურისტული თვალსაზრისით განვითარებას. სოფელში მე–7 მე–8 საუკუნეებით დათარიღებული მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერია და იქამდე მისვლა უგზოობის გამო პრობლემებს ქმნიდა. სამუშაოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს და ღირებულება 921 173 ლარს შეადგენს.

ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტში,  ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციო სამუშაობს ახორციელებს. სოფლების  მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ გზას რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, ბეტონის საფარი ფაქტობრივად განადგურდა და მასზე გადაადგილება შეუძლებელი გახდა. პროექტის დაწყებამდე აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი ჭირდებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი 7,5 კმ-იანი  გზის გავლა 10 წუთში გახდება შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში, გზის მთლიან მონაკვეთზე მოეწყობა 18 სმ-იანი არმირებული ცემენტობეტონის საფარი, ზედაპირული წყლების აცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ამას გარდა,  უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ამ წლის ბოლოს დასრულდება. მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული.