სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა დარეაბილიტაციის პროექტის დასრულების აღსანიშნავად მაგისტრალური გაზსადენის „ქუთაისი-აბაშის“ 700მმ დიამეტრის47კმ-იანი მონაკვეთის მე-17 კილომეტრზე მილსადენის გამწმენდი და სადიაგნოსტიკო მოწყობილობა დაათვალიერეს.
აშშ-ის მთავრობის ინიციატივით „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ“ (USAID) მაღალი წნევის მაგისტრალურიგაზსადენების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ე.წ. „ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის”ფარგლებში „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ 62 მილიონი დოლარი 2010 წელს გამოუყო.ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობისათვის ხელი შეეწყოგაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში სტრატეგიული ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მნიშვნელოვანიაქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. „ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი” 2014 წლისბოლოს დასრულდა და მის ფარგლებში სულ 150კმ-მდე სიგრძის 700მმ დიამეტრის ახალი მაგისტრალური გაზსადენებისმშენებლობა განხორციელდა. კერძოდ, აშენდა გაზსადენის სენაკი-ფოთის, აბაშა-სენაკის, ქუთაისი-აბაშის, ზესტაფონი-ქუთაისისა და გორი-ქარელის მონაკვეთები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდა მაგისტრალურიგაზსადენების სისტემის ტექნოლოგიური საიმედოობა, გაიზარდა საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემისდასავლეთის მიმართულების გამტარუნარიანობა, რადგან 500მმ დიამეტრის მილსადენები 700მმ დიამეტრისმილსადენებით ჩანაცვლდა და ასევე, პროექტის რეალიზაცია ხელს უწყობს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის,საწარმოთა და შავი ზღვისპირა რეკრეაცული ზონის გაზმომარაგების გაზრდას.
აშშ-ის მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს 1 მილიარდი აშშ დოლარისოდენობით დახმარება გამოუყო. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა დარეაბილიტაციის პროექტი კი USAID-ის მიერ დაფინანსებული 115 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიისადა გაზის ინფრასტრუქტურის პროექტის ნაწილია.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |