სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

22 თებერვალი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პასკალ მენიუს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში განიხილეს სხვადასხვა პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას. შეხვედრაზე მხარეებმა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქს შორის დამეგობრებაზე ისაუბრეს. ასევე, იმერეთის გუბერნატორმა საფრანგეთის ელჩს მხარის ტურისტული პოტენციალი გააცნო და ერთობლივი პროექტების მომზადება შესთავაზა.