სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ინიციატივითა და მხარდაჭერით პოლონელი ინვესტორები სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო საავადმყოფოებში სატელევიზიო სისტემების მოწყობაზე, რომლის მეშვეობითაც ნათესავებსა და ახლობლებს საშუალება ეძლევათ დაწესებულებაში მისვლის გარეშე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან დაუკავშირდნენ მის პაციენტს. დაინტერესების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებში ქართულ–პოლონური შპს ,,ორიონ ტვ“ მონიტორებს უსასყიდლოდ დაამონტაჟებს.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, პოლონელი ინვესტორები და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |