სიახლეები

ახალი წიგნის პრეზენტაცია

20 თებერვალი, 2017

ქუთაისში წიგნის ,,საქართველოს ბუნების 100 საოცრება“ პრეზენტაცია გაიმართა. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორის გიორგი დვალაშვილის ავტორობით გამოცემულ წიგნში საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალური ადგილებია შეტანილი.

წიგნის პრეზენტაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.