სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
2016 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორც სახელმწიფო ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 960 533 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში მიმდინარე წელს 126 პროექტი შესრულდა, მათ შორის პირველი რიგის პრიორიტეტს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის კი ყველა მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დამატებით კიდევ 3 145 016 ლარი გამოყო. მხარეში გზების რეაბილიტაციაზე 28 624 954 ლარი დაიხარჯა. გარდა საავტომობილო გზების მშენებლობისა იმერეთის რეგიონში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამედიცინო, სკოლამდელ, საგანმანათლებლო, კულტურულ, ადმინისტრაციულ, სპორტულ შენობებს. სოფლებში გაიხსნა საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრები და ამბულატორიები. მოეწყო სანიაღვრე და წყლის სისტემები. ასევე, აქტიურად მიმდინარეობდა გაზიფიცირების სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს იმერეთის მხარეში 8 462 757 ლარის პროექტები განხორციელდა.
2016 წელს სახელმწიფო პროგრამების ,,აწარმოე საქართველოში“ და ,,დანერგე მომავალი“ ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოების ფუნქციონირებაც დაიწყო.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |