სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის პირველი პირების: (სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლი კონსტანტინე მამისეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე, გამგებლის მოადგილე გენადი ბალანჩივაძე და ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ჯემალ ფანცხავა) ვიზიტი ბელორუსიის რესპუბლიკაში დასრულდა. ოფიციალური და საქმიანი შეხვედრები გაიმართა ვიტევსკის მხარის მმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან, მაღალი რანგის სასულიერო პირებთან და სხვადასხვა საწარმოების ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა და ქალაქ პოლოცკის სააღმსრულებლო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლაი შევჩუკმა ხელი მოაწერეს ორ ხალხს შორის კეთილმეზობლური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქმიან კავშირებს ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, სოციალურ, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში 2017-2018 წლებში.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |