სიახლეები

შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

15 თებერვალი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების კვლევისა და სწავლების განვითარებაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ვორქშოფები და სემინარები. პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები დემოკრატიის პრინციპებზე და ადამიანის უფლებებზე ლექციებს მოისმენენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი ესწრებოდნენ.