სიახლეები

60 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ეტლები გადაეცა

9 თებერვალი, 2017

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ასოციაცია ,,ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისთვის’ ეგიდით ბღდათსა და ვანის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 60 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ეტლები გადაეცათ. სავარძლები ბენეფიციარებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა და ასოციაციის წარმომადგენლებმა გადასცეს.

იმერეთის მხარეში ეტლები 200–მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უკვე გადაეცა. უახლოეს მომავალში სავარძლებით სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარებიც დაკმაყოფილდებიან.