სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერის მოადგიილემ კონსტანტინე ქავთარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
დღესვე გელათის მონასტერში ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ საზეიმო წირვა–ლოცვა აღავლინა და მთავრობა დალოცა. წირვის დასრულების შემდეგ დავით აღმაშენებლის საფლავთან ჩოხოსანთა კურთხევა შედგა.
დღესვე გუბერნატორის პირველმა მოადგილემ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |