სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილეები იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი კოტე ჭარხალაშვილი და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საერთაშორისო-ეკონომიკურ ფორუმში “Welconomy” ბიზნეს ფორუმის გახსნამდე დელეგაცია სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, კუიევო პომერანიის რეგიონის მარშალს პიოტრ სოვბეჩკს შეხვდა, იმერეთის დელეგაციას ოფიციალურად უმასპინძლა რეგიონის პარლამენტმაც. კუიევო პომერანიის მარშალის ოფისში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც რეგიონის სხვადასხვა დაწესებულებებში განთავსებულ სარეკლამო ეკრანებზე გავა და ხელს შეუწყობს იმერეთისა და მთლიანად საქართველოს პოპულარიზაციას ტურისტულ ბაზარზე.
ოფიციალური მიღების შემდეგ დელეგაციის წევრებმა პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაცკევიჩის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.
ვიზიტის შემდგომ დღეებში იმერეთის დელეგაციის წარმომადგენლები რეგიონის საწარმოებს მოინახულებენ და ქალაქ ბიდგოშჩში რეგიონის ტურიზმის პალატის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრას.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |