სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს. პროექტი სატუმბი სადგურების, რეზერვუარების და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს.
მუხნარის რეზერვუარის მშენებლობა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ დაათვალიერეს და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. სამუშაოებზე 200 - მდე ადამიანია დასაქმებული.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქში საბოლოოდ მოგვარდება მრავალი წლის მანძილზე არსებული სასმელი წყლის პრობლემა და ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტი 2018 წელს დასრულდება.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |