სიახლეები

იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე მოხუცთა პანსიონატს ესტუმრა

3 თებერვალი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ესტუმრა. პაატა ნადირაძე დაინტერესდა უამინდობას დაწესებულებისთვის და იქ მცხოვრები მოხუცებისთვის რამე პრობლემა ხომ არ შეუქმნია. აღნიშნულ საკითხის შესახებ მხარის წარმომადგენელმა ინფორმაცია როგორც ადმინისტრაციისგან ასევე ბენეფიციარებისგან მოისმინა. გაირკვა, რომ უხვ ნალექს პრობლემები არ გამოუწვევია.