სიახლეები

გაწმენდითი სამუშაოები იმერეთში

3 თებერვალი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა. მან ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანაში ცენტრალურ გზაზე ზავალი ჩამოწვა და სამუსაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კი მეოთხე დღეა სპეც. ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და საავტომობილო გზებს წმინდავს.