სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ტყიბულიდან სოფელ მუხურის მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დაიწყო და დღეს ისევ განახლდა. სოფლის ცენტრალური გზა სპეციალური ტექნიკის მეშვეობით იწმინდება. დღეს სამუშაოები დილის 8 საათიდან დაიწყო და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად 11 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია ადგილზე ჩავიდა და არსებულ მდგომარეობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნო. გაწმენდითი სამუშაოების დასრულება დღის ბოლომდე იგეგმება და შესაბამისად მოსახლეობას ტყიბულის მიმართულებით გადაადგილება შეეძლება. აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე კი სოფლ მუხურის მკვიდრები თერჯოლის რაიონიდან შემოვლითი გზით სარგებლობდნენ. მიუხედავად უხვი ნალექისა სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი არ იყო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში თოვლის საფარი 2 მეტრამდეა, ხოლო მუხურის მთაზე 4 მეტრს გადააჭარბა.
იმერეთის რეგიონის სოფლებში გზების გაწმენდა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |