სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი ეგრეთ წოდებული „მთის ბროლისა“ და „ზესხოს“ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შენობები, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევადია და იქ მცხოვრები 70-მდე დევნილი ოჯახი ქუთაისში, მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსში ბინებს უპირობოდ მიიღებს.
დევნილებთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა დაგეგმილი რეფორმის შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, შეთანხმების პროცესია და რეფორმის კონკრეტული მოდელი გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დევნილებისთვის გამოყოფილ თანხას არც ერთი თეთრი არ მოაკლდება და ის ისევ დევნილებს მოხმარდებათ. რეფორმის საშუალებით შესაძლებელი გახდება, რომ გაორმაგდეს სოციალური დახმარება იმ დევნილებისთვის ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და ამასთანავე, გაორმაგდეს მშენებლობების ტემპები. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენამდე რეფორმა აუცილებლად გასაჯაროვდება.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა ქუთაისში, ერისთავის ქუჩაზე ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კორპუსიც დაათვალიერა.
ერისთავის ქუჩაზე ბინა უკვე გადაეცა 3 დევნილ ოჯახს, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, სადაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა მიმდინარეობს. იმისათვის, რომ მასშტაბური პროექტის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს სამინისტრომ, მათივე თანხმობის საფუძველზე, 3 ოჯახი ახალ ბინებში სხვა დევნილი ოჯახების შესახლებამდე გადაიყვანა.
ქუთაისში 2017 წლის თებერვალსა და მარტში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა. აქედან 160 ოჯახს სამინისტროს მიერ აშენებულ კორპუსებში, 184 ოჯახს აღმაშენებლის ქუჩაზე მენაშენებისგან გამოსყიდულ კორპუსში, ხოლო 43 ოჯახს ერისთავის ქუჩაზე ასევე მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში. ქუთაისში დაიხურება 6 ნგერავადი ობიექტი და იქ მცხოვრები 140 დევნილი ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |