სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო რა შეფერხებები შექმნა უამინდობამ მხარეში. პაატა ნადირაძემ მოსახლეობისგან და მუნიციპალიტეტებში შექმნილი შტაბების წევრებისგან არსებული ინფორმაცია მოისმინა და რაიონების გამგებლებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.
დღეს დილიდან იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რაიონებში მობილიზებულია სპეც ტექნიკა და ეტაპობრივად იწმინდება როგორც ქალაქის ტერიტორია ასევე, სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. დიდითოვლობის გამო შეფერხება იყო რამდენიმე მაღალმთიან სოფელში, სადაც თოვლის საფარმა 80სმ–ს მიაღწია.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |