სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ გოგსაძესთან ერთად საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. მინერალური წყლის ჩამოსასხმელი საწარმო სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა და 2 მილიონამდე ლარის ინვესტიცია ჩაიდო.
500 კვადრატულ მეტრზე აშენებულ საწარმოში ამ ეტაპზე საჭირო ტექნიკა მონტაჟდება, მათ შორის არის 8 ფილტრი, რომელშიც მოხდება წყლის გაფილტრა. საწარმო ექსპლუატაციაში გაზაფხულიდან შევა. როგორც მფლობელებმა განაცხადეს პირველ ეტაპზე 25-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროდუქცია ,,ზეკარის" სახელწოდებით შიდა ბაზარზე ზაფხულიდან გამოჩნდება.