სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს იმერეთის რეგიონში კალათბურთის ჩემპიონატი დაიწყო, გახსნის საზეიმო ცერემონია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კალათბურთის ფესტივალში მონაწილეობას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა კალათბურთელთა გუნდები მიიღებენ. ჩემპიონატი "თბილისი 2015 - ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს" ეძღვნება, მისი ყველა მონაწილე კი რეგიონში ოლიმპიური ჩირაღდნის შემოტანის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
იმერეთის ჩემპიონატი ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, თამაშები წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში გაიმართება, ფინალური მატჩი კი ქუთაისის სპორტის სასახლეში შედგება. აღნიშნული ფესტივალი იმერეთის რეგიონში უკვე 3 წელია, რაც ტარდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |