სიახლეები

დევნილთა სამინისტრო 8 ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუძენს

21 იანვარი, 2017

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილტა სამინისტრო ჭიათურაში, სანატორიუმის შენობაში მცხოვრები 8 დევნილი ოჯახისთვის, კერძო კომპანიის თანადაფინანსებით, საცხოვრებელ სახლებს შეისყიდის.
დევნილთა და განსახელების მინისტრი სოზარ სუბარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე, გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები აღნიშნულ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ჭიათურაში, გაგარინის ქ. #1–ში მდებარე ყოფილი სანატორიუმის შენობა, სადაც დევნილი ოჯახები მძიმე პირობებში ცხოვრობენ ,,ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნულ ობიექტზე კომპანია ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შესაბამისად, დღის წესრიგში დევნილების გაყვანის და მათი შემდგომი გრძელვადიანი განსახლების საკითხი დადგა. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამინისტრო დევნილ ოჯახებს ,,სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სულადობის გათვალისწინებით სახლებს შეუსყიდის. თავის მხრივ, კერძო კომპანიაც გამოყოფს გარკვეულ თანხას დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით.