სიახლეები

იმერეთის გუბერნატორმა მეღვინეობის მცირე საწარმოები დაათვალიერა

16 იანვარი, 2017

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ, პირველ მოადგილესთან, პაატა ნადირაძესთან, ვიცე გუბერნატორებთან: გიორგი ჭიღვარიასთან და იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ბაღდათის მუნიციპალიტეტში მევენახეობა–მეღვინეობის მცირე საწარმოები და ოჯახური მარნები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ გოგსაძემ, მხარის წარმომადგენლებს სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ მიერ დაფინანსებული ობიექტები აჩვენა. ყველა მათგანი მომსახურების სტანდარტებს მეტ–ნაკლებად აკმაყოფიოლებს და მზად არის ტურისტების მისაღებად. როგორც გაირკვა ბოლო პერიოდში ოჯახურ მარნებში ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა და მოთხოვნა ქართული ღვინის დეგუსტაციისა უფრო მაღალია ვიდრე გასულ წლებში.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შუქრი ნაკაშიძის კერძო კოლექციასაც გაეცნენ, სადაც ტრადიციული იარაღია გამოფენილი.