სიახლეები

ტყიბულში რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის მინისტრი ჩავიდა

14 იანვარი, 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი ჭიღვარიასთან და ტყიბულის გამგებელთან რობიზონ გვენეტაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში არსებული სპორტის სასახლე დაათვალიერა. აღნიშნული სპორტ დარბაზი თანამედროვე სტანდარტებისაა და შესაძლებელია, როგორც რესპუბლიკის მასშტაბით ასევე, საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.ასევე, ისაუბრეს სპორტული აქტივობების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზეც.


დღესვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტყიბულში არსებული ნაგავსაყრელი დაათვალიერა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.