სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მოხუცი, ათეულობით წლის მანძილზე ვაგონში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა და წყალტუბოს გამგეობიდან დახმარებას ითხოვდა. გადაწყვეტილება 87 წლის მოხუცის დახმარების შესახებ, წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, გასული წლის ოქტომბერში მიიღო. მუნიციპალიტეტმა ახალი სახლის მშენებლობა 4 თვეში დაასრულა. პროექტის საერთო ღირებულებამ 18 ათასი ლარი შეადგინა.
დღეს, ჟენია ჯიშკარიანის ახალი სახლი სოფელ გუმათში, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა საზეიმოდ გახსნეს და მარტოხელა მოხუცს საჩუქრები გადასცეს.
დღესვე, სიმბოლურად, გუბერნატორმა და გამგებელმა, ახლადაშენებული სახლის ეზოში ხეხილის ნერგები დარგეს. ,,სიკეთის აქცია", რომელიც მსგავსი მასშტაბით, არცერთ მუნიციპალიტეტში აქამდე არ განხორციელებულა, წყალტუბოში სხვადასხვა პროექტების სახით, მომავალშიც იგეგმება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |