სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს. სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე 15 სპორტსმენს სპეციალური ჯილდოები გადაეცა. ღონისძიებაზე იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეგიონში ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის საუკეთესო საჯარო მოხელედ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დასახელდა და მას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური ჯილდო გადაეცა. ხოლო ოლიმპიზმის პოპულარიზაციის მიზნით 2016 წელს განხორციელებული პროექტების მიხედვით საუკეთესო მუნიციპალიტეტად ქუთაისი იქნა შერჩეული. ასევე, ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით იმერეთის წარმატებულ სპორტსმენად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე დასახელდა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |